Sky Sport Italia: ჯანლუიჯი ბუფონი პარიზში რამდენიმე დღეში ჩავა და პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს

257

იტალიური მედიის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი რამდენიმე დღეში პარიზში ჩავა და პსჟ-სთან კონტრაქტს გააფორმებს.

40 წლის ჯიჯი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა “ბებერი ქალბატონი” გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა