ადვინკულამ კრიშტიანოს აჯობა

270

პერუს ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ლუის ადვინკულამ რუსეთში მიმდინარე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდული სისწრაფე დააფიქსირა. არც მეტი და არც ნაკლები, მან კრიშტიანუ რონალდუც კი ჩამოიტოვა.

ამას წინ, რონალდუმ ესპანეთთან მატჩში (3:3) 34 კმ/სთ სისწრაფე განავითარა. სხვათა შორის, მხოლოდ ამით კი არა, იგი ჰეთ-თრიკითაც გამოირჩა.

თუმცა პერუსა და საფრანგეთის თამაშის დროს ადვინკულამ 36.15 კმ/სთ დააფიქსირა. ამ მომენტისთვის იგი მიმდინარე მსოფლიო პირველობის ყველაზე სწრაფი მოთამაშეა.

ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ადვინკულამ თავისი სპრინტერული უნარები წარმოაჩინა. დანიასთან მუნდიალის სასტარტო მატჩში მან 33.8 კმ/სთ დააფიქსირა. მის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლით თავს ბელგიელი რომელუ ლუკაკუ იწონებს – ამ უკანასკნელმა, პანამასთან მატჩში 32.8 კმ/სთ განავითარა.

თუმცა პერუს ნაკრებისთვის ადვინკულას სისწრაფე დიდი ვერაფერი ხეირია. გუნდი C ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფს ვერანაირად ვერ მისწვდება.

 წყარო: adjarasport.com