არგენტინის ანტირეკორდი

360

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მეოთხე მატჩში გამარჯვებას ვერ ახერხებს.

“ალბისელესტე” 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ხორვატიასთან 0:3 დამარცხდა და ამით ანტირეკორდი დაამყარა. არგენტინის პირველ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მატჩი მოუგებლად არასდროს ჩაუტარებია.

ხორვატიასთან(0:3) მარცხის გარდა, მათ ვერ მოუგეს ისლანდიას(1:1). ასევე, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში გერმანიასთან(0:1) დამარცხდნენ, ხოლო ნახევარფინალში 90–წუთიანი მატჩი ჰოლანდიასთან უგოლოდ დაასრულეს.

წყარო: adjarasport.com