თუ სამპაოლის გააგდებენ…

357

თუკი არგენტინელთა მთავარ მწვრთნელ ხორხე სამპაოლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გაუშვებენ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად იზარალებს.

ხორვატიასთან გუშინდელი განადგურების (0:3) შემდეგ “ალბისელესტემ” ფლეი–ოფში გასვლა ძალიან გაირთულა. პრესაში წერენ, რომ მოთამაშეები სამპაოლის გაგდებას ითხოვენ.

ხორხეს კონტრაქტი 2022 წლამდეა გაფორმებული, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კი 17 მილიონ ევროს მიიღებს.