მარადონა: ჯერ მოიგე რაღაც!

820

ხორვატიასთან განადგურების შემდეგ ლეგენდარულმა დიეგო არმანდო მარადონამ “ტვიტერის” საკუთარ ანგარიშზე BeIN SOCCER ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

“მოდრიჩი საოცარი იყო. ვოცნებობ, რომ არგენტინელი იყოს, რადგან ჩვენი ფეხბურთელები ლიდერები არ არიან. მესის ბუნებაში არ აქვს ლიდერული თვისებები. მან თხასთან ფოტოები გადაიღო. ჯერ მოიგე რაღაც”! – წერს დიეგო.

საქმე იმაშია, რომ თხა ინგლისურად ნიშნავს GOAT–ს, მაგრამ ასევე აბრევიატურაა, როგორც ყველა დროის საუკეთესო (Greatest Of All Time).