ჟოზემ კაბალიეროს დასცინა

332

ჟოზე მოურინიო პირდაპირი ადამიანია, მისი შეფასებები ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ამჯერად იგი არგენტინის ნაკრების ხორვატიასთან მარცხს გამოეხმაურა, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა სამხრეთ ამერიკული გუნდის მეკარის თამაში შეაფასა. რაც ჟოზემ თქვა ვილი კაბალიეროს ძალიან არ მოეწონებოდა.

‘ერთი ეპიზოდი, ერთი გოლი. კაბალიეროს ნაცვლად კარში მე რომ ვმდგარიყავი შედეგი იგივე იქნებოდა. თამაშში მხოლოდ ერთი სახიფათო ეპიზოდი იყო’ – განაცხადა ჟოზემ მატჩის შემდეგ.

ხორვატებთან მატჩში გაშვებული პირველი ბურთი მთლიანად მეკარის სინდისზეა, მეორე შემთხვევაში მან ლუკა მოდრიჩის შორეული დარტყმა ვერ მოიგერია, მესამე გოლზე კი ალბათ მაქსიმუმი გააკეთა და აქ უკვე თანაგუნდელი მცველების ბრალეულობა უფრო იკვეთება.

არგენტინის ნაკრების ძირითადი მეკარე ლონდონის ჩელსიში ირიცხება, გასული სეზონის განმავლობაში ჩატარებულ სამ (!) შეხვედრაში მან ოთხი ბურთი გაუშვა.

წყარო: popsport.com