რა ტრანსპორტით ჩავიდნენ შვეიცარელები რუსეთში?

280

შვეიცარიის სამი მოქალაქე თავისი ნაკრების თამაშის სანახავად რუსეთში ტრაქტორით ჩავიდა.

მათ 14 დღე იმგზავრეს და 1800 კილომეტრი გაიარეს, რათა კალინინგრადში ჩასულიყვნენ.

მათი მცდელობა ძალიან ჰგავს გერმანელი ფანის, ჰუბერტ ვირფის საქციელს, რომელმაც 30 დღეში 2400 კილომეტრი გაიარა საკუთარი ტრაქტორით სამხრეთ გერმანიიდან მოსკოვამდე.

შვეიცარიის ნაკრები დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე კალინინგრადში სერბეთს დაუპირისპირდება.

წყარო: sportall.ge