სამპაოლის კომენტარი

264

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხორვატიასთან(0:3) მარცხის შემდეგ არგენტინელთა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ისაუბრა.

“გულშემატკივრებს პატიებას ვთხოვ. შედეგზე პასუხისმგებელი ვარ, ცუდად ვითამაშეთ, ხორვატიას წინააღდეგობას ვერ ვუწევდით.

რაც შეეხება მესის, ის გუნდის ლიდერი, კაპიტანია. ჩვენ ვერ შევქმენით კომფორტი მისთვის იმ ზონაში, სადაც ლეო თამაშობდა,” – თქვა სამპაოლიმ.

წყარო: adjarasport.com