ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფავორიტს ასახელებს

337

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის ტურნირის მეორე წრეში რეიტინგსიის მეხუთე ნომერი გრიგორ დიმიტროვი 6:4, 6:1 დაამარცხა და უმალ უიმბლდონის ფავორიტთა შორის ჩარიცხეს. თავად ნოლე უიმბლდონის მორიგი სტარტის წინ (შეჯიბრება 2 ივლისს დაიწყება) Sky Sports-თან ფრთხილ განცხადებას აკეთებს:

“ჯერჯერობით ყველა მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება მიჭირს, მაგრამ საამისოდ ბევრს ვშრომობ. ვარჯიშისას ტექნიკური დეტალების დახვეწას უდიდეს ყურადღებას ვუთმობ.

ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, უიმბლდონზე ფავორიტი არ ვიქნები – ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი როჯერ ფედერერს აქვს. მე და ენდი მარეი ყოველმხრივ შევეცდებით, წინ წავიწიოთ. ენდიმ კირგიოსთან დაპირისპირებისას კარგი შთაბეჭდილება დატოვა და უიმბლდონზე მას ვუქომაგებ”.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩს უიმბლდონზე 2011, 2014 და 2015 წლებში უმარჯვია.

წყარო: adjarasport.com