BREAKING: შესაძლოა არგენტინას ნიგერიასთან ხორხე ბურუჩაგამ უთავკაცოს!

680

ხორვატიასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები გასახდელში შეიკრიბნენ და შეხვედრის შესახებ იმსჯელეს, რის შემდეგაც ხორხე სამპაოლის წასვლაზე ხმა მისცეს.

Mundoalbiceleste-ს ინფორმაციით, ფეხბურთელებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოლო ტურის შეხვედრაში სამპაოლი ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს.

ნიგერიასთან მატჩის წინ დიდი შანსია, რომ არგენტინა მწვრთნელის გარეშე დარჩეს.

ფეხბურთელების სურვილია, რომ ნიგერიასთან თამაშამდე ნაკრები ლეგენდარულმა ხორხე ბურუჩაგამ მოამზადოს.

1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გერმანიის ნაკრების კარში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი ბურუჩაგა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა. 2017 წლის ივნისიდან კი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მენეჯერად მუშაობს.

55 წლის ბურუჩაგა სხვადასხვა დროს „ესტუდიანტესს“, „ინდეპენდიენტეს“, „ბანფილდსა“ და „ლიბერტადს“ წვრთნიდა. მისი ბოლო კლუბი „ატლეტიკო დე რაფაელა იყო“.

ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.