NBA-ს დრაფტი: სად წავიდა დონჩიჩი?

381

ბრუკლინის “ბარკლაი ცენტრში” NBA-ს 2018 წლის დრაფტი გაიმართა, კლუბებმა ორ რაუნდში ჯამში 60 ახალი კალათბურთელი აიყვანეს.

ფინიქს სანსს ისტორიაში პირველად ჰქონდა პირველი არჩევანის უფლება და კლუბმა 213 სმ. სიმაღლის ცენტრი დეანდე ეიტონი შეარჩია. კლუბმა ასევე დაიმატა დრაფტის მე-10 ნომრად არჩეული მიკელ ბრიჯსი, რომელიც ფილადელფიამ აიყვანა.

ეიტონი, რომელიც ივლისში 20 წლის გახდება, არიზონას კოლეჯში თამაშობდა. ის საშუალოდ 20.1 ქულას, 11.6 მოხსნასა და 1.9 ბლოკს აკეთებდა. ბაჰამის კუნძულებზე დაბადებული კალათბურთელს მხოლოდ ფინიქსში ჰქონდა წინასადრაფტო საჩვენებელი ვარჯიშები. ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ დრაფტზე პირველ ნომრად აირჩევდნენ.

მე-2 ნომრად საკრამენტო კინგსმა მძიმე ფორვარდი მარვინ ბეგლი აიყვანა. რეალის სლოვენიელი სუპერვარსკვლავი ლუკა დონჩიჩი ატლანტამ აიყვანა, მაგრამ მალევე გაუცვალა დალასს დრაფტის მე-5 ნომერ ტრეი იანგში.

“ძალიან ბევრ გუნდთან მქონდა მოლაპარაკება, მაგრამ უფრო მეტად დალასთან. მოხარული ვარ, რომ NBA-ში ვარ და დალასის კალათბურთელი გავხდები”, – განაცხადა დონჩიჩმა, რომელმაც რეალის რიგებში ევროლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სლოვენიის ნაკრებთან ერთად კი ევრობასკეტი. მე-4 ნომრად მძიმე ფორვარდი ჯარენ ჯეკსონ ჯუნიორი აიყვანეს, რომელიც მემფისში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დრაფტზე ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის აყვანასაც მოაზრებდნენ, თუმცა ბითაძემ 11 ივნისს საკუთარი კანდიდატურა უკან გამოიტანა და ერთი წლით ევროპაში დარჩენა ამჯობინა.

NBA-ს დრაფტი TOP-10

1. დეანდრე ეიტონი (ცენტრი) – ფინიქსი

2. მარვინ ბეგლი (მძიმე ფორვარდი) – საკრამენტო

3. ლუკა დონჩიჩი (გამთამაშებელი, მსროლელი) – ატლანტა *

4. ჯარენ ჯეკსონი (მძიმე ფორვარდი) – მემფისი

5. ტრეი იანგი (გამთამაშებელი) – დალასი *

6. მოჰამედ ბამბა (ცენტრი) – ორლანდო

7. ვენდელ კარტერი (ცენტრი) – ჩიკაგო

8. კოლინ სექსტონი (გამთამაშებელი) – კლივლენდი **

9. კევინ ნოქსი (ფორვარდი) – ნიუ იორკი

10. მიკელ ბრიჯსი (ფორვარდი) – ფილადელფია ***

* ატლანტამ და დალასმა დრაფტის კალათბურთელები გაცვალეს.

** ბრუკლიდან ბოსტონის გავლით

*** გაუშვეს ფინიქსში

წყარო: popsport.com