ელეგანტური 46

449

ფეხბურთში ბევრი გენიოსი მოთამაშე გვინახავს, მაგრამ მწვრთნელის როლში ვერ ივარგეს. ასევე ბევრია შემთხვევა, როცა დიდი ფეხბურთი არ გაქვს ნათამაშები, თუმცა იდეალური სპეციალისტი ხარ, მაგრამ ზიზუს შემთხვევა სულ სხვაა.

არ დავიწყებ იმის ახსნას, თუ როგორი გენიალური იყო მოედანზე ზიდანი – ადამიანი, რომელიც ფეხბურთის დეფინიცაა; ადამიანი, რომელმაც ბურთის მიღება და დამორჩილება მოიგონა. საოცრად ელეგანტური სტილი ჰქონდა. არ არსებობს კომპონენტი, სადაც ის იდეალური არ იყო და გარდა ამისა, უაღრესად დიდი ინტელექტით გამოირჩეოდა.

მოვიდა მწვრთნელობის პერიოდი და იქაც დაამტკიცა, რომ გენიოსია და ეს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 3–ჯერ მოგებაში არ გამოიხატება. კარლო ანჩელოტისთან თანაშემწეობის პერიოდში ძალიან ბევრი ისწავლა, შემდეგ კი ესტაფეტა თავად გადაიბარა. ტაქტიკური განსწავლულობა, სწორი დასკვნების გამოტანა, ცვლილებების გამოცნობა, თამაშის სცენარის გრძნობა, წაკითხვა და გასახდელის მოტივაცია – ყველა ეს თვისება ფრანგში ცხოვრობს.

წასვლაც როგორი ღირსეული და გენიალური იყო? ასე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ახლა შვებულებაშია და ცხოვრებით ტკბება. ჩემი აზრით, “იუვესაც” ძალიან მოუხდება და საფრანგეთის ნაკრებსაც. ამ მუნდიალმა დაგვანახა, რომ “სამფეროვნების” ამ შემადგენლობას ზუსტად ზიზუს ქარიზმა სჭირდება.

დღეს მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ელეგანტური ადამიანი 46 წლის გახდა.

ყველა სხვა მოთამაშესთან შედარებით მაინც ცხვირს ვიბზუებ, როცა ზიდანის თამაშს მოვესწარი. არა, მართლა რა, სულ სხვა სიამოვნებაა ზიზუ!