ლოვრენი: “მესი მსოფლიოს საუკეთესოა, მაგრამ…..

778

ხორვატიის ნაკრების ცენტრალური მცველის, დეიან ლოვრენის განცხადებით, მისი გუნდი ლეო მესის შესაჩერებლად განსაკუთრებული ტაქტიკით არ მომზადებულა.

ხორვატიის ეროვნულმა გუნდმა მეორე ტურში არგენტინა 3:0 დაამარცხა, “ალბისელესტეს” ლიდერს კი ფეხი არ გაანძრევინეს.

“გაკვირვებული ვარ თუ არა ლეო მესის ცუდი თამაშით? მას, როგორც მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელს პატივს ვცემთ, მაგრამ ლეოს შეჩერება შესაძლებელია,” – თქვა ლოვრენმა.

წყარო: adjarasport.com