რატომ ვიტირე? – ნეიმარის განცხადება

774

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ბრაზილიამ კოსტა რიკა ორბურთიანი სხვაობით, 2:0 დაამარცხა.

“სელესაოს” ლიდერმა ნეიმარმა მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე თავი ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით პსჟ–ს წინახაზელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველამ არ იცის, რამდენი გავაკეთე აქ მოსახვედრად. ჩემი ცრემლები სიხარულის, გამარჯვების ცრემლებია! ცხოვრება არასდროს ყოფილა ადვილი და ეს არც ახლა იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება კვლავ ჩვენი მიზანია და არა ოცნება! მიზნის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ,” – თქვა ნეიმარმა.

წყარო: adjarasport.com