ზაზას კემპი

244

ზაზა ფაჩულიას აკადემიაში NBA-ს კემპის მეორე დღე იყო. კიდევ ერთი კარგი ეტაპი ჩვენი აკადემიის პატარებისთვის და კიდევ ერთი დღე, რომელიც ბავშვებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. პირველივე სესიიდან კემპში მიიღო მონაწილეობა ზაზა ფაჩულიამ. NBA-ს ორგზის ჩემპიონი, რომელიც ყოველთვის მზად არის ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებისთვის, აქტიურად იყო ჩართული მთელ პროცესში.

მრავალფეროვანი ვარჯიშები, ბევრი სიახლე და მთავარი მომენტი, ზაზას იქ ყოფნა – პატარებმა დიდი საჩუქარი მიიღეს. ფაჩულიამ, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული აკადემიის ცხოვრებაში და ყოველთვის ამხნევებდა ჩვენი გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი თამაშების წინ, ბოლომდე იყო დატვირთული პროცესში. ესპანელი ლეგენდა, ამაია ვალდემორო კომუნიკაბელური, სასიამოვნო რესპოდენტია. დროში დეფიციტის ფონზე, ესპანელმა კემპზე, ზაზაზე ისაუბრა. ამაია ვალდემორო: “ძალიან კარგი დარბაზი, კომპლექსია. მომწონს პერსონალის დამოკიდებულება და ყველაზე მთავარი – ბავშვები ბედნიერები არიან. ეს მნიშვნელოვანია. ამის გამო აშენებენ აკდემიებს, ამის გამო ატარებენ კემპებს.” ზაზაზე. ა.ვ: “მე ვხედავ, რამდენად არის ჩართული ზაზა კემპში და წარმომიდგენია, რამდენად არის ჩართული ზაზა აკადემიის ცხოვრებაში მთელი სეზონის, ამ თვეების განმავლობაში. როდესაც ქვეყანას ზაზას დონის სპორტსმენი გყავს, ეს ბევრს ნიშნავს ახალგაზრდებისთვის. ისინი ხედავენ, რომ ბევრი მუშაობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.”