ბუკმეიკერებისთვის ნურმაგომედოვი ფავორიტია

313

ბუკმეიკერული კომპანიებისთვის UFC-ის მსუბუქი წონის ამჟამინდელი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი მაკგრეგორთან ბრძოლაში ფავორიტი იქნება.

ბრძოლა დაღესტნელ და ირლანდიელ მებრძოლს შორის ოფიციალურად დაანონსდა და იგი 6 ოქტომბერს, ლას-ვეგასში შედგება.

ამერიკული ბუკმეიკერული კომპანიები შანსებს ასე აფასებენ:

ნურმაგომედოვი -180 (ანუ, 1.56 კოეფიციენტი),

მაკგრეგორი +150 (ანუ 2.50 კოეფიციენტი).

რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ხაბიბის მოგებაზე დადებთ 100 ლარს, მოგება 56 ლარის ოდენობის იქნება, ხოლო თუ მაკგრეგორის გამარჯვებაზე დადებთ 100 ლარს, მაშინ 150 ლარს მოიგებთ.

ცხადია, იმ შემთხვევებში, თუ თქვენი ფსონები გამართლდება.