“რეალმა” რონალდუს შემცვლელი იპოვა

159

მადრიდის “რეალი” არგენტინელი თავდამსხმელის, მაურო იკარდის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას GOAL ავრცელებს და წერენ, რომ “სამეფო გუნდი” 25 წლის ფორვარდს სწორედ კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მიიჩნევს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “იუვენტუსს” 105 მილიონის სანაცვლოდ შეუერთდა.

წყაროები წერენ, რომ იკარდი “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან აქტიურად მართავს მოლაპარაკებებს.

გასულ სეზონში მაურო იკარდიმ “ინტერის” ფორმით 36 მატჩში 29 გოლი გაიტანა.