ფერდინანდმა პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

200

“მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველის რიო ფერდინანდის აზრით, ამჟამად პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი “მანჩესტერ სიტის“ მოთამაშე სერხიო აგუეროა.

აგუერომ “ჩელსისთან“ ინგლისის სუპერთასის გუშინდელ, ანგარიშით 2:0 მოგებულ მატჩში დუბლი შეასრულა.

“200 გოლი “მანჩესტერ სიტიში“ – შთამბეჭდავი შედეგია, ვფიქრობ, ის პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია და ყველაზე რთული მეტოქეა, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. მას შესანიშნავი მოძრაობები, სიჩქარე და გოლის გატანის უნარი აქვს. მას ჰარი კეინის ზემოთაც დავაყენებდი. რა თქმა უნდა, კეინი ჩინებული მოთამაშია, თუმცა აგუერო უკონკურენტოა“, – ციტირებს ფერდინანდს BT Sport-ი.