ქართველი მოჭიდავე და ევროპის ვიცე-ჩემპიონი დააკავეს

საქართველოს ბერძნულ-რომაულ მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იური ლომაძე (72 კგ) თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

მთლიანობაში პოლიციამ 5 პირი დააპატიმრა, მათ შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ქართველი მოჭიდავეა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხუთი პირი: 1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოზურგეთში დააკავეს. მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ.

დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-სგანცხადებაში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები