ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო – სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს დელეგაციისთვის მეორე საშეჯიბრო დღე ძალზე წარმატებული გამოდგა. ორ წონით კატეგორიაში ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და სამივემ მედლის მოპოვება შეძლო. ტატო გრიგალაშვილი ოქროს, ლაშა შავდათუაშვილი ვერცხლს, ხოლო ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დაამარცხა, რასაც პოტუგალიელ ჟოაო ფერნანდოსთან და მისთვის უხერხულ მეტოქესთან, აზერბაიჯანელ რუსტემ ორუჯოვთან გამარჯვება მიაყოლა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საზგურისთვის ლაშა იტალიელ ფაბიო ბაზილეს გაეჯიბრა და 56 წამში იპონით დაამარცხა. ქართველი ძიუდოისტი ფინალში მოლდოველ ვიქტორ სტერპუს დაუპირისპირდა და მასთან გამკლავება ვერ მოახერხა, შედეგად, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

81 კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ტრიუმფალურად იასპარეზა – პირველ წრეში იტალიელი კრისტიან პარლატი დაამარცხა, რასაც ბერძენ თეოდოროს დემუტრიდისთან გამარჯვება მოჰყვა. მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება შედგა და გრიგალაშვილი ლუკა მაისურაძეს შეხვდა, სადაც გამარჯვება გრიგალაშვილს დარჩა და ნახევარფინალში გავიდა. ტატომ ნახევარფინალურ სტადიაზე ბელგიელ მატიას კასეს სძლია, ხოლო ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ძალიან ადვილად 45 წამში იპონით დაამარცხა და 20 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!

ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან საწყის ორ წრეში მოლდოველი ნიკონ ზაბოროსჩიუსი და შემდეგ უკრაინელი არტემ ბუბირი დაამარცხა, გრიგალაშვილთან კი, როგორც გითხარით წააგო. მაისურაძემ რეპეშაჟში გადაინაცვლა და პირველი ბრძოლა აზერბაიჯანელ მურად ფატიევთან მოიგო, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტს იოლად გაუმკლავდა.

ამრიგად, საქართველოს დელეგაციის მონაგარი თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალია. ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ტატამზე ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ლევან მატიაშვილი (+100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გავლენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები