ტაისონი ფრენკ უორენის საუკეთესოთა ათეულში ვერ მოხვდა

ბრიტანელმა პრომოუტერმა ფრენკ უორენმა, ყველა დროის 10 საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივის სია გამოაქვეყნა, რომელშიც მაიკ ტაისონისთვის ადგილი ვერ გამონახა. ამის მიზეზად კი ის გარემოება დაასახელა, რომ ტაისონი სვამდა, ნარკოტიკებს ეტანებოდა და ციხეშიც კი ამოჰყო თავი.

ტაისონი ახლა 54 წლისაა და რინგზე დასაბრუნებლად ემზადება. ამ თვის ბოლოს, კალიფორნიაში მას ბრძოლა აქვს დანიშნული კრივის კიდევ ერთ ლეგენდასთან, როი ჯონს უმცროსთან და თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ მაყურებელმა რინგზე ძველი რკინის მაიკი იხილოს.

ტაისონმა 1986 წელს ტრევორ ბერბიკი დაამარცხა და WBC-ს ტიტულს დაეუფლა, რითაც კრივის ისტორიაში, მძიმე წონის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს ქამარი ამჟამად ბრიტანელ ტაისონ ფიურის ეკუთვნის.

თავისი კარიერის განმავლობაში, ტაისონმა სახელი გაითქვა, როგორც უმძიმესი დარტყმის მქონე მოკრივემ, ვისაც არაერთი ბრძოლა პირველივე რაუნდში, ნოკაუტით აქვს მოგებული. მაგრამ უორენი თვლის, რომ რინგს მიღმა, ცხოვრების აღვირახსნილი სტილის გამო, ტაისონი საუკეთესოთა ათეულში მოხვედრას არ იმსახურებს.

ტაისონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში აღიარებს, რომ „უზომოდ სვამდა, ხარბად ჭამდა და ქალებში დროს ატარებდა“. 1992 წელს გაუპატიურებაში დაადანაშაულეს და სამი წლით ციხე მიუსაჯეს. უორენი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად, თავის მეტოქეებსაც უღირსად ექცეოდა.

„ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მძიმეწონოსანი მოკრივე იყო. მაგრამ ჩემს ათეულში ვერ მოხვდა, რადგან სვამდა, ნარკოტიკებს მოიხმარდა, მოხვდა ციხეში. თავის საუკეთესო ფორმაში, შეძლებდა თუ არა მუჰამედ ალის? ალის საუკეთესო ვერსიას? ეს დიდებული ბრძოლები იქნებოდა. არ მგონია, მას სონი ლისტონი, ლარი ჰოლმსი დაემარცხებინა. ვერც ალის მოუგებდა და ვერც ჯო ფრეიზერს. და ვფიქრობ, ვერც ჯორჯ ფორმენს მოუგებდა“, – ამბობს უორენი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები