რვა ერი – ზედიზედ მეორე მარცხი ნულზე

შემოდგომის ერთა თასზე, იგივე რვა ერზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ უქულოდ დამარცხდა. ერთი კვირის წინ ლევან მაისაშვილის გუნდმა ინგლისთან 0:40 წააგო, ხოლო ამჯერად, უელსის ნაკრებთან შედარებით საპატიო ანგარიშით იწვნია მარცხი – 0:18.

დასანანია, რომ ზედიზედ ორ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებმა“ კინკილა ქულაც ვერ მოიპოვეს. შეტევაში არც უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში ყოფილა სახეირო არაფერი და თამაშის ნული ქულით დასრულებაც ლოგიკურია. საპასუხოდ, დაცვაში უფრო გამართულად ითამაშა ნაკრებმა და მხოლოდ ორი ლელო გაუშვა. პირველი ტაიმის შუაწელს და მატჩის მიწურულს.

ორ ლელოს ორი ჯარიმა და ერთი გარდასხვაც დაემატა და საბოლოოდ 0:18. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის თავზე 0 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. მეორე ტურის მეორე მატჩი ინგლისის ნაკრებმა ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 18:7 აჯობა.

მესამე ტურში „ბორჯღალოსნები“ 28 ნოემბერს, ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რითაც ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას დაასრულებენ. შედგება თუ არა შემოდგმის ერთა თასზე მეოთხე თამაში ფიჯის წინააღმდეგ, ეს ჯერ უცნობია, რადგან მეტოქის ბანაკში კორონავირუსის ეპიდემიაა გავრცელებული და ყველაფერი ამ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

უელსი – საქართველო 18:0 (10:0)

ქულები: შიდი (9, ჯ), ზამიტი (25, ლ), შიდი (26, გ), შიდი (51, ჯ), ვები (75, ლ)

უელსი: ვ. ჯონსი (სმითი 67), დი (პერი 70), ლი (ბრაუნი 62), ბოლი, დევისი (ჰილი 62), ბოთემი, ტიპურიჩი (ჯ.დევისი 55), უეინრაიტი, ჰარდი (ვები 55), შიდი, ზამიტი, ჯ. უილიამსი, ტომპკინსი, მაკნიკჰოლი (ჰოლმსი 42), ლ. უილიამსი (ლოიდი 58)

საქართველო: ნარიაშვილი (გოგიჩაშვილი 54), ბრეგვაძე (ჭყოიძე 62), გიგაშვილი (ყაულაშვილი 54), ქერდიყოშვილი, მიქაუტაძე (ჯაიანი 37), გიორგაძე (თხილაიშვილი 55), საღინაძე, გორგაძე, ლობჟანიძე (აფრასიძე 55), აბჟანდაძე, თოდუა (თაფლაძე 77), შარიქაძე, კვესელაძე, ტაბუცაძე (მჭედლიძე 77), ხმალაძე

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები