საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკვე ფინეთშია, სადაც ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში შვეიცარიას ეთამაშება.
საქართველოდან სუპერლიგაში მოთამაშე 8 კალათბურთელი გაემგზავრა: მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, გივი ბაქრაძე, ლუკა ზაქრაძე, ბექა ბექაური, ალექსანდრე ფევაძე, ლუკა ბულაშვილი და ილია ლონდარიძე.
ადგილზე დახვდნენ ლეგიონერები: გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი, გიორგი კორსანტია და გიორგი ტურძილაძე.
გუშინ საღამოს და დღეს დილით გუნდმა ორჯერ ივარჯიშა და პროცეში ყველა კალათბურთელი იყო ჩართული. ილიას ზუროსმა მილოშ გლიგორიევიჩთან, გეორგიოს ლიმნიატისთან და ანატოლი ბოისასთან ერთად გუნდი სხვადასხვა კომპონენტებზე ავარჯიშა.
27 ნოემბერს ეროვნულ გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია შეუერთდება.