ხაბიბ ნურმაგომედოვის წასვლის შემდეგ, გულშემატკივრებში უფრო და უფრო ხშირია მის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი. ამის შესახებ კომენტარი UFC–ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა.
“მაკგრეგორი–პორიეს გამარჯვებულს ხაბიბი შეხვდეს? რატომაც არა?! ეს შესაძლებელია! გაიხსენეთ, რომ მამამისს 30:0 სურდა. ეს მისთვის სუპერემოციური ბრძოლა იქნებოდა” – ნათქვამია დანას განცხადებაში.
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლოს ჯასტინ გეიჯი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. რუსი მებრძოლის ანგარიშზე 29 წაუგებელი ბრძოლაა.