კონორ მაკგრეგორი და დასტინ პორიე ერთმანეთის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ იბრძოლებენ – ამის შესახებ ინფორმაცია UFC–ის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურდა.
ბრძოლა 24 იანვარს UFC257–ის ეგიდით შედგება. ირლანდიელი და ამერიკელი 70კგ–ში იბრძოლებენ. მათი წინა დაპირისპირება 65კგ–ში 2014 წელს შედგა და იგი მაკგრეგორმა ნოკაუტით მოიგო.
კონორმა ბოლოს ამა წლის დასაწყისში, იანვარში 77კგ–ში დონალდ სერონეს წინააღმდეგ იბრძოლა და გამოცდილი მეტოქე 40 წამში ნოკაუტით დაამარცხა. რაც შეეხება პორიეს, მისი ბოლო ბრძოლა 28 ივნისით თარიღდება – მსაჯების გადაწყვეტილებით დენ ჰუკერს აჯობა.