რვა ერი – მზადება ირლანდიისთვის

ჰლანეჰლიში უელსთან ნაბრძოლი ბორჯღალოსნები ინგლისში, ბანაკში დაბრუნდნენ და „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე მატჩისთვის ემზადებიან.

კვირას მგზავრობასთან ერთად დასვენების და აღდგენის დღეა. ორშაბათს ცნობილი უნდა გახდეს ტრავმირებული მორაგბეების მდგომარეობა, მათ შორის კოტე მიქაუტაძესი, რომელმაც უელსთან მატჩში ნეკნი დაიზიანა.

მესამე რაუნდში ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს, საქართველოს დროით 18 საათზე ავივაზე (დუბლინი) ირლანდიას ეთამაშებიან, რომელთანაც აქამდე ოთხჯერ გვირაგბია.

1998 და 2002 წლებში მეტოქეს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დუბლინში ვეთამაშეთ და მეტოქემ ორივეჯერ დიდი სხვაობით მოიგო – 70:0 და 63:14. 2007 წლის მსოფლიო თასზე, ბორჯღალოსნებმა ტიერ1-ის გუნდებთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს, იმ დროისთვის პირველად და მეტოქე სენსაციურ მარცხს გადაურჩა – 10:14. ამ თამაშში საქართველომ პირველი ქულა მოიპოვა მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში.

ბოლოს ირლანდიას 2014 წელს, ტესტ-მატჩში ასევე დუბლინში ვეთამაშეთ და მასპინძლებმა 49:7 მოიგეს.

„შემოდგომის ერთა თასის“ დაწყებამდე, ირლანდიელებმა 2020 წლის ექვსი ერის გადადებულ მატჩში ჯერ იტალიას სძლიეს ბონუსით (50:17), მერე კი საფრანგეთს ეწვივნენ და 27:35 დამარცხდნენ.

მიმდინარე ტურნირის პირველ ტურში ირლანდიამ უელსს უმასპინძლა და 32:9 მოუგო, მეორე რაუნდში კი ინგლისში 7:18 დამარცხდა და 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები