სებასტიან ოჟიე წასვლას არ აპირებს და ტოიოტასთან რჩება

რალიში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ოჟიე ამბობს, რომ სპორტიდან წასვლა გადადო და „ტოიოტასთან“ ერთად, კიდევ ერთ სეზონს გაატარებს. 36 წლის ოჟიე ამჟამად მეშვიდე ტიტულისთვის იბრძვის, მაგრამ უელსელ თანაგუნდელ ელფინ ევანსს 14 ქულით ჩამორჩება.

სეზონის ბოლომდე მხოლოდ ერთი რბოლა – მონცა რალი დარჩა, რომელსაც იტალია უმასპინძლებს. სპორტის სხვა სახეობათა მსგავსად, რალის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარიც კორონავირუსის პანდემიის გამო შეიცვალა და შვიდ ეტაპამდე შემცირდა. ჩატარებული ექვსი რბოლიდან, ოჟიეს მხოლოდ მექსიკის ეტაპი (მარტში) აქვს მოგებული.

„მოკლე სეზონი გვაქვს, სულ რამდენიმე რბოლით. მაგრამ ჩემთვის ესეც საკმარისი იყო გუნდთან მუშაობით სიამოვნების მისაღებად. მომწონს ამ მანქანის მართვა. იმის გამო, რომ წლის მეტი ნაწილი შინ გავატარე, ეს ვერ იყო ის სეზონი, რომლითაც კარიერის დასრულებას ვისურვებდი. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რის გამოც წასვლა გადავიფიქრე. ახლა იმის იმედ მაქვს, რომ მომავალი სეზონი უკეთესი იქნება და ტიტულისთვის ბრძოლას შევძლებ“, – განაცხადა ოჟიემ, ვინც კარიერის დასრულებას, ამ სეზონის ბოლოს აპირებდა.

ოჟიეს ოთხი ტიტული „ფოლკსვაგენთან“ ერთად, 2013-16 წლებში აქვს მოპოვებული, ორს კი „M-სპორტ ფორდთან“ ერთად დაეუფლა. რალის მსოფლიო ჩემპიონტებზე სულ 48 რბოლა აქვს მოგებული. „ტოიოტაში“ გასული სეზონის შემდეგ, „სიტროენიდან“ გადავიდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები