3 ბრინჯაო ბოლო დღეს და 6 მედლით დასრულებული ევროპის ჩემპიონატი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. დასკვნით საშეჯიბრო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხმა ქართველმა იასპარეზა, ოთხივემ ნახევარფინალამდე მიღწევა შეძლო, მაგრამ ფინალში ვერცერთი გავიდა და ყველა მათგანს ბრინჯაოს მედლისთვის მოუწია ბრძოლა. საბოლოო ჯამში დღე ჩვენთვის 3 ბრინჯაოს მედლით დასრულდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ღვინიაშვილმა საწყის ეტაპზე ისლანდიელი ეგილ ბლონდალი, პოლონელი ტომაშ შჩეპანიაკი და ნიდერლანდელი ნოელ ვან ტ ენდი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ფინალში გადასასვლელი ბრძოლა ბექამ სერბ ნემანი მაიდოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ესპანეთის სახელი მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა.

100 კგ წონით კატეგორიაში ასევე ნახევარფინალში წააგო ვარლამ ლიპარტელიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა ბერძენი გეორგიოს მალიაროპულოსი, გემანელი კარლ-რიჩარდ ფრეი და აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში ებრაელ პეტერ პალტჩიკთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას გაეჯიბრა. სამწუხაროდ, ვარლამი აქაც ვერაფერს გახდა, მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილების შედეგად კი დამარცხდა და ევროპირველობა მედლის გარეშე დაასრულა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოდიოდა და ორივემ როგორც წინა წონებში ნახევარფინალი წააგო. ლევან მატიაშვილმა საწყის სტადიაზე ნიდერლანდელ როი მეიერს, ებრაელ ორ სასონს აჯობა, მაგრამ ნახევარფინალში რუს თემირლან ბაშაევთან თავად განიცადა მარცხი. ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშივლი ავსტრიელ შტეფან ჰეგის დაუპირისპირდა და მარცხდებოდა, მაგრამ ბოლო წამზე მეტოქეს იპონით სძლია და კვარცხლბეკზე ავიდა.

ამავე წონაში ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც რუმინელი ლუკა კუშაბო და ნიდერლანდელი იურ სპიკერსს სძლია, ნახევარფინალში კი რუს ინალ ტასოევთან წააგო. ამგვარად ამ წონაში შეიძლებოდა ქართული ფინალი ყოფილიყო, მაგრამ ორივემ წააგო და ორივემ რუს ძიუდოისტებთან. ბრინჯაოს მედლისთვის თუშიშვილის მეტოქე ჩეხი ოლიმპიური ჩემპიონი ლუკაშ კრპალეკი იყო და საწყის 40 წამში გურამმა მეტოქეს ორი ვაზარი აუღო, შედეგად, ვადაზე ადრე იპონით კითხვის ნიშნების გარეშე იმარჯვა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონაი 6 მედლით დაასრულა, საიდანაც ოქრის ერთი გამოდგა. გუშინ ევროპის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა. ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი და ბექა ღვინიაშვილი დაეუფლნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები