NBA Free Agency- მთავარი ვინერები და ლუზერები

შეიძლება ითქვას, რომ 2019/20 წლების სეზონი NBA-ს ისტორიაში ყველაზე გამორჩეული იყო- მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მოკლე რეგულარული სეზონის გამოცდილება უკვე ჰქონდა, პლეი-ოფების ორლანდოს ბაბლში დასრულება ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევა გახლდათ.

ტრადიციულად, სეზონის დასრულების შემდეგ გულშემატკივრისთვის ასევე სასიამოვნო პერიოდი- თავისუფალი აგენტების ბაზარი და დრაფტი იწყება. ამ შემთხვევაში, რამდენიმე გუნდი ძალიან გაძლიერდა, ზოგმა კი სათანადო ძალების მობილიზება ვერ შეძლო.

ვინერები:

ატლანტა ჰოუსი– A+

დაიმატეს: რაჟან რონდო, დანილო გალინარი, ონეიკა ოკუნგვუ, კრის დანი, სოლომონ ჰილი, სკეილარ მეისი.

გაუშვეს: დუეინ დედმონი, ჯეფ ტიგი, დეანდრე ბემბრი, ტრევეონ გრაჰამი, დემიან ჯოუნსი, სკალ ლაბისიე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯორჯიელები მიმდინარე Free Agency-ს გამორჩეული გუნდი არიან. ჰოუქსმა დრაფტზე მე-6 არჩევანი დაიმსახურა და კლასის ერთ-ერთი გამორჩეული დამცველი მაღალი, ონეიკა ოკუნგვუ აიყვანა. ამასთან ერთად, გუნდმა 2 გამოცდილი ვეტერანი: რაჟან რონდო და დანილო გალინარი დაიმატა, რასაც კრის დანი და ბოგდან ბოგდანოვიჩი (ეს უკანასკნელი 99%-ით ჰოუქსს შეუერთდება) ემატებიან. ბონუსად, მათ სოლომონ ჰილის დამატებაც მოახერხეს.

ლოს-ანჯელეს ლეიკერსი– A+

დაიმატეს: მონტრეზლ ჰარელი, დენის შროდერი, მარკ გასოლი, ვესლი მეთიუსი

გაუშვეს: ეივერი ბრედლი, რაჟან რონდო, დენი გრინი, ქუინ კუკი, ჯავალ მაკგი, დუაით ჰოვარდი.

მოქმედი ჩემპიონების როსტერს აქამდეც არაფერი დაეწუნებოდათ, თუმცა მომდევნო სეზონისთვის მათი შემადგენლობა გაცილებით საშიში მოჩანს. დავიწყოთ იმით, რომ გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა- დუაით ჰოვარდი, დენი გრინი ჯავალ მაკგი, ეივერი ბრედლი და რაჟან რონდო დაკარგა, თუმცა მათი დანაკლისი საკმაოდ სოლიდურად აანაზღაურა: რობ პელინკამ მონტრეზლ ჰარელის, ვესლი მათეუსის, დენის შროდერისა და მარკ გასოლის გადაბირება შეძლო, ამასთან ერთად კი კენტავიუს კალდველ-პოუპისა და მარკიფ მორისის შენარჩუნება მოახერხა. რაც მთავარია, ლეიკერები ლებრონ ჯეიმსთან ერთად გუნდის მთავარ ვარსკვლავს, ენტონი დეივისს გრძელვადიან ხელშეკრულებას გაუფორმებენ.

 

ფენიქს სანსი– A

დაიმატეს: კრის პოლი, ჯაე კრაუდერი, ჯალენ სმიტი, აბდულ ნადერი, დარიო სარიჩი, ეტუან მური.

გაუშვეს: რიკი რუბიო, ტაი ჯერომი, კელი უბრე, აარონ ბეინსი, ჩეიკ დიალო, ფრანკ კამინსკი.

კიდევ ერთი უპლეიოფო სეზონის შემდეგ, ფენიქსის ხელმძღვანელობამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა და რამდენიმე ხმაურიანი სვლა განახორციელა. გუნდმა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებლის, კრის პოლის სანაცვლოდ კელი უბრე, რიკი რუბიო, პიკი და ტაი ჯერომი დათმო. ამასთან ერთად შეინარჩუნა დარიო სარიჩი და სოლიდური კონტრაქტით გაიფორმა ჯაე კრაუდერი.

მილოუკი ბაქსი– A

დაიმატეს: ჯრუ ჰოლიდეი,  დიჯეი ოგუსტინი, ბობი პორტისი, ტონი კრეიგი, ჯორდან ნვორა (დრაფტი).

გაუშვეს: ვესლი მეთიუსი, ჯორჯ ჰილი, ერიკ ბლედსოუს, ერსან ილიასოვა, რობინ ლოპეზი.

მას შემდეგ, რაც იანის ანტეტოკუმპოს წასვლის ვარიანტი რეალური გახდა, ბაქსმა გუნდის გაძლიერება სერიოზულად დაიწყო- გუნდმა ნიუ ორლეანს პელიკანსიდან ჯრუ ჰოლიდეი გადაიბირა, რასაც დიჯეი ოგუსტინის და  ბობი პორტისის სახით  სოლიდური თავისუფალი აგენტები დაემატა. გუნდს ბოგდან ბოგდანოვიჩის გაცვლა ჩაეშალა, თუმცა მათი შემადგენლობა მაინც ბევრად საშიშია, ვიდრე აქამდე.

მაიამი ჰიტი- A

დაიმატეს: ეივერი ბრედლი, პრეციუს აჩიუვა, მო ჰარკლესი, შეინარჩუნეს გორან დრაგიჩი, მაიერს ლეონარდი.

გაუშვეს: ჯაე კრაუდერი, დერიკ ჯოუნსი, სოლომონ ჰილი

მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ფლორიდელებმა შესანიშნავი შევსება მიიღეს- დრაფტის ერთ-ერთ გამორჩეულ მაღალთან ერთად პატ რაილიმ მაიამიში მო ჰარკლესსა და ეივერი ბრედლის გადაბირება შეძლო, გორან დრაგიჩი და მაიერს ლეონარდი კი საკმაოდ მსუყე კონტრაქტების წყალობით შეინარჩუნა. აღნიშნულმა სვლებმა მაიამი უფრო მრისხანე გუნდად აქცია.

ფილადელფია – A

დაიმატეს: ტაირის მაქსი, დენი გრინი, სეტ კარი, ტერენს ფერგიუსონი, დუიაით ჰოვარდი

გაუშვეს: ალ ჰორფორდი, ჯოშ რიჩარდსონი, ზაირ სმიტი, ალექს ბურკი

ფილადელფიამ მოახერხა და საკმაოდ ეფექტურად მოიცილა ალ ჰორფორდისა და ჯოშ რიჩარდსონის მსუყე კონტრაქტები, სანაცვლოდ კი გამოცდილი დენი გრინი და უძლიერესი მსროლელი სეტ კარი მიიღო. ბევრის აზრით, გუნდმა დრაფტის ერთ-ერთი Steal, ტაირის მაქსიც აიყვანა, რაც ასევე დარილ მორის აქტივში შეიძლება ჩავწეროთ.

ლუზერები:

ბოსტონ სელტიკსი- C-

დაიმატეს: აარონ ნისმიტი, ტრისტან ტომპსონი, ჯეფ ტიგი

გაუშვეს: გორდონ ჰეივორდი, ენეს კანტერი, ბრედ ვონამეიკერი, ვინსენტ პორიე

უკვე წლებია, ამ გუნდის მთავარი პრობლემა სოლიდური მაღალია. ერთი შეხედვით, ტრისტან ტომპსონის დამატებამ ეს პრობლემა უნდა გადაჭრას, თუმცა ცხადია, რომ ბოსტონის დონის გუნდს გაცილებით მაღალი დონის მოთამაშე ჭირდება.  გორდონ ჰეივორდი, რომელიც მათი მთავარი სატრეიდო მასალა უნდა ყოფილიყო, შარლოტში უსასყიდლოდ წავიდა, როცა გუნდს მის სანაცვლოდ მაილს ტერნერისა და აარონ ჰოლიდეის მოყვანა შეეძლო- დენი ეინჯს გორდონის სანაცვლოდ ვიქტორ ოლადიპოც მოუნდა, საბოლოოდ კი გაცვლა ჩაიშალა.

მათ სასარგებლოდ უნდა ავღნიშნოთ, რომ აარონ ნისმიტის სახით სელტიკსმა დრაფტის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი დაიმატა.

ბრუკლინ ნეთსი: C-

დაიმატეს: ბრიუს ბრაუნი, ლენდრი შემეტი, ჯეფ გრინი, ჯო ჰარისი

გაუშვეს: გარეტ ტემპლი, ჯამალ კროუფორდი, ვილსონ ჩენდლერი

ერთი შეხედვით, მათ მნიშვნელოვანი ფიგურა არ დაუკარგავთ, თუმცა უამრავი ჭორისდა მიუხედავად, ნეთსმა ვერ დაიმატა ჯეიმს ჰარდენი, ხოლო სერჟ  იბაკასთვის ბრძოლაში ლოს-ანჯელეს კლიპერსთან დამარცხდა.  მათი შემადგენლობა გაცილებით უფრო უნდა გაძლიერებულიყო, ვიდრე მოხდა.

ჩიკაგო ბულსი– D+

დაიმატეს: გარეტ ტემპლი, პატრიკ ვილიამსი, დენზელ ვალენტინი

გაუშვეს: კრის დანი, შაქილ ჰარისონი

მიმდინარე Free agency-ს ერთ-ერთი ყველაზე უსახური გუნდი ჩიკაგო ბულსია. გუნდმა საკუთარი მეოთხე არჩევანი პატრიკ ვილიამსის ასაყვანად გამოიყენა, რომელიც დრაფტამდე TOP 10-ის პიკადაც არ მოიაზრებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ გუნდი თავისუფალი აგენტების ბაზარზე მხოლოდ გარეტ ტემპლის დამატებით გამოირჩა, როცა მათ თუნდაც ოტო პორტერის გაბერილი კონტრაქტის მოცილებაზე უნდა ეზრუნათ.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები