ერლინგ–ბროტ ჰოლანდის საოცარი შედეგიანობა ყველასათვის ცნობილია. გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–4 ტურში “ბრიუგესთან” მან თავი დუბლით გამოიჩინა, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში კი 12 შეხვედრაში 16 გოლი დაუგროვდა და ისეთ მოთამაშეებს გადაუსწრო, როგორებიც ზინედინ ზიდანი, დენის ბერგკამპი და “ფენომენო” რონალდო არიან.
გარდა მისი შედეგიანობისა, შთამბეჭდავია ნორვეგიელის ფიზიკური მონაცემები – 1.94სმ, 88კგ. ჰოლანდის ყოფილი მწვრთნელი ფიზ–მომზადებაში ერაზ სტენსლიდი იხსენებს, რომ თავის დროზე სკანდინავიელი გიგანტი დარბაზში დიდ დროს ატარებდა.
“ვარჯიშებზე მას თავისი სხეული იდეალურად მოყვება, რის საშუალებასაც მისი დიდებული გენეტიკა იძლევა. 15 თვეში მან 12კგ კუნთის მასა მოიმატა”.