MMA–ს ჟურნალისტის გარეთ დეივისის აზრით, ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი ერთმანეთის წინააღმდეგ ისევ წარსდგებიან.
დეივისი დარწმუნებულია, რომ ხაბიბი ირლანდიელთან ბრძოლისთვის დაბრუნდება, რომელიც 2 წლის წინ მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
“ხაბიბის დაბრუნება? ეს დიდი ბომბი იქნება! დარწმუნებული ვარ, დანა უაითი მას ტექსტურ შეტყობინებას ყოველდღე უგზავნის. თუ კონორი პორიეს წინააღმდეგ მოიგებს, ხაბიბი თავისი 30–ე ბრძოლის მოგებას სწორედ ირლანდიელთან ეცდება. ეს სპორტისთვის უდიდესი მოვლენაა და დარწმუნებული ვარ, ისევ ვიხილავთ” – ნათქვამია დეივისის განცხადებაში.
კონორი 24 იანვარს დასტინ პორიეს დაუპირისპირდება.