მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა- დიეგო მარადონა, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცხადია, არგენტინელი არაერთი ფეხბურთის ვარსკვლავის ბავშვობის კუმირი იყო, მისი სიკვდილი კი არამარტო მათთვის, არამედ რიგითი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა.
რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დიეგოს სიკვდილს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა:
კრიშტიანუ რონალდუ: მან ძალიან ადრე დაგვტოვა, თუმცა სამუდამო სიცარიელე დაგვიტოვა.
პელე: დიდებული მეგობარი დავკარგე. იმედი მაქვს, ოდესმე ბურთს ზეცაში ერთად გავაგორებთ.
ზინედინ ზიდანი: ის, რაც მან 1986 წელს გააკეთა არასდროს დამავიწყდება. ეს სამყაროსთვის უდიდესი დანაკარგია.
ლეო მესი: არგენტინელებისთვის და არამარტო არგენტინელებისთვის ეს უდიდესი დანაკარგია. ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.
მანჩესტერ იუნაიტედი: ფეხბურთმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო იკონი დაკარგა. RIP, დიეგო!
მაიკლ ოუენი: მარტივად- ყველასგან გამორჩეული, ვისაც ოდესმე ფეხბურთი ითამაშია. ნათელში იყავი, დიეგო.
კარლო ანჩელოტი: ყოველთვის გენიოსი იყავი- მძიმე დღე და უდიდესი დანაკარგია. ნათელში იყავი, დიეგო.
არგენტინის მთავრობამ მარადონას სიკვდილთან დაკავშირებით 3 დღიანი გლოვის დღე გამოაცხადა.