სანდრო მამუკელაშვილს დიდი გამოცდა ელის

#Bean_ის_ბლოგი

• ისევ NBA-ის დრაფტი. ამჯერად, ყველასთვის საინტერესო საკითხი, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებით უნდა გვაწუხებდეს. როგორც იცით, მომავალი წლის დრაფტზე აუცილებლად დადგება სანდრო მამუკელაშვილი. ამ წელს, გამოიკვეთა ერთი საინტერესო ტენდენცია, რომელიც, ვფიქრობ, ყველას უნდა გვაინტერესებდეს.

• მიმდინარე დრაფტის მეორე რაუნდის პიკებიდან, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ, ერთმა გააფორმა სტანდარტული, 2 წლიანი კონტრაქტი. დანარჩენი მოთამაშეები კი, ე.წ. Two-way კონტრაქტებს დასჯერდნენ და, უმეტეს დროს, არა გუდნთან, არამედ – G ლიგაში გაატარებენ. კლუბები მათ აღარ განიხილავენ როტაციის წევრებად, მარტო, ადგილის შესავსებლად სჭირდებათ. ჩემი აზრით, აღარ იქნებიან მალკომ ბროგდონები და ჯორდან კლარკსონები, რომლებიც, პირველივე სეზონიდან, მიიღებენ მნიშვნელოვან როლს და სათამაშო დროს. ამის მიზეზი არის გაზრდილი სახელფასო ჭერის ფონზე შემცირებული შემოსავლები, რაც გუნდის მფლობელებს და მენეჯერებს ცვლილებებისკენ უბიძგებს.

• როგორც აღვნიშნე, სანდრო, მომდევნო სეზონის ბოლოს, აუცილებლად დადგება დრაფტზე. დღევანდელი მონაცემებით მას, სავარაუდოდ, სწორედ, მეორე რაუნდში აირჩევენ. მამუკელაშვილის ტალანტი არ არის პრობლემა, პრობლემა მისი ასაკია, რომელსაც NBA-ის სკაუტები, 99% შემთხვევებში, მინუსად თვლიან, ხოლმე. წინა წლის დრაფტზე მისი ასაკის, მხოლოდ, 6 მოთამაშე აირჩიეს პირველ რაუნდში. წლევანდელ დრაფტზე კი – 4.

• ჩემი აზრით, მას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ არათუ პირველ რაუნდის, არამედ, ლატარეის პიკიც კი იყოს. ამისთვის საჭიროა, ჰქონდეს ისეთი სეზონი, როგორიც ობი ტოპინს ჰქონდა, რომელიც 1 წლის წინ ტოპ 10 პიკად არ განიხილებოდა. მამუკელაშვილს გუნდიც და საკუთარი შესაძლებლობებიც აძლევს იმის საშუალებას, რომ დრაფტზე დადგეს შემდეგი სტატუსით – საუკეთესო მეოთხე ნომერი NCAA-ში. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ, ეს იყო მისი სეტონ ჰოლ ფაირათსში კიდევ ერთი სეზონით დარჩენის. თუმცა, ყველაფერს ისიც ართულებს, რომ მომდევნო დრაფტი სავსეა გამორჩეული მძიმე ფორვარდებით, რომლებიც იდეალურად ერგებიან თანამედროვე ლიგას.

• საბოლოოდ, ტენდენცია აჩვენებს, რომ მეორე რაუნდის პიკები გუნდებისგან ძალიან ცოტა შანსს იღებენ და, მეტწილად, G ლიგისთვის განიხილავენ, რაც ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს. G ლიგის თემა კი, ჯერ, კიდევ, არ არის გადაწყვეტილი და არ ვიცით, როდის და როგორ დაიწყება მათი სეზონი. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ ეს პიკები სათამაშო დროის გარეშე დარჩნენ და, მხოლოდ, კლუბებთან ერთად ჩატარებული ვარჯიშით დაკმაყოფილდნენ, რაც, სეზონის მიმდინარეობისას, მოთამაშეთა განვითარებაზე არ არის, ხოლმე, ორიენტირებული. ამ დროს, უფრო, ფორმის შენარჩუნებას ცდილობენ კალათბურთელები. ასე, რომ, ჩემი აზრით, სანდროსთვის საკმაოდ რთული და საინტერესო სეზონი უნდა დაიწყოს.

მომზადებულია Sixth Man-ის მიერ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები