შვედებს გურია არ სურთ

გურიაში სტუმრობაო, ნუ გგონიათ ხუმრობაო. ბუნებრივია, ევროპელებს, კონკრეტულად კი შვედებს ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი გამონათქვამი არ ეცოდინებათ, მაგრამ გურიაში სტუმრობას კი უარობენ.

ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა დუნია რომ გადარია, უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და ძირითად ბადეში გააღწია, არა გვგონია ქართველ გულშემატკივარს შეხსენება ესაჭიროებოდეს. წესით, გურულ გოგონებს ჯგუფურ ეტაპზე უნდა ეთამაშათ, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ ფორმატი შეიცვალა ტურნირს 1/16 ფინალური სტადიით გააგრძელებს, სადაც წილისყრამ ჩვენებურებს შვედური კლუბი „როზენგორი“ არგუნა. მატჩები სტანდარტულად, შინ და სტუმრად მიმოსვლით უნდა გაიმართოს. 9 ან 10 დეკემბერს საქართველოში, ხოლო 15 ან 16 დეკემბერს შვედეთში.

ჰოდა, ბატონი ბრძანდებით და შვედებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს, საქართველოში არ ჩავალთო. მიზეზის გამოცნობა ძნელია არ უნდა იყოს. Covid 19-ის გადამკიდე, სამწუხაროდ, საქართველო უკვე ორ თვეზე მეტია მწვანე ზონად აღარ ითვლება, უფრო მეტიც – 100 ათას მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობით, ჩვენი ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა.

შვედური გუნდის ხელმძღვანელებიც მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გადაიტანას ითხოვენ, თუმცა რამდენად დათანხმდება უეფა მათ წინადადებას ძნელი სათქმელია. იმედია, ლანჩხუთელთა მეტოქეები დიდად არ გაჯიქდებიან და მატჩიც დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე გაიმართება.

კონკრეტული ქალაქი და სტადიონი კი სადაც აღნიშნული დაპირისპირება უნდა გაიმართოს ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია ლანჩხუთელმა გოგონებმა შვედებს შინაურ კედლებში უმასპინძლონ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები