გაიცანი გულშემატკივარი: ტატო მახაშვილი

სიხარულით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ჩვენი რუბრიკა “გაიცანი გულშემატკივარი” ოდნავ განსხვავებული ფორმატით დაბრუნდა. ამ რუბრიკაში იქნებიან როგორც ახალი, ისე ძველი რესპოდენტები. განახლებულ რუბრიკაში ჩვენი პირველი სტუმარი ტატო მახაშვილია…

– მოგესალმებით, ტატო. გაგვეცანი…

– სალამი. ტატო მახაშვილი, 38 წლის, დიზაინერი და ჟურნალისტი. ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გავხდი თქვენი რუბრიკის სტუმარი. ძალიან მომწონს, დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი ყოველთვის და მიხარია, რომ დაბრუნდით…

 – ნამდვილად სასიამოვნოა ამ სიტყვების მოსმენა, უღრმესი მადლობა! როგორ დაიწყო ფეხბურთთან ურთიერთობა?

– ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა დაიწყო 1990 წელს მსოფლიო ჩემპიოატზე, გამოვიდნენ ვიღაც დიდი ბიძიები და დაუნდობლად გადაურბინეს ყველას 😊 ეს იყო გერმანიის ნაკრების ერთ–ერთი საუკეთესო ვერსია, ამის მერე იყო უკვე ევროპის ჩემპიონატი, რასაც უკვე 10 წლისამ „ჩაჯდომით“ ვუყურე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი, როგორც გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი. მას მერე ვარ ერთგულად და გულმხურვალედ მანშაფტის ფანი…

– ქართულ ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?

– საფეხბურთო კლუბ “თელავის” ფანი ვარ… ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. გარდა იმისა, რომ კახელი ვარ და მიხარია კახური გუნდის წარმატება, ამ კლუბის ისტორია ვიცი ჩამოყალიბების დღიდან (გუნდის ლოგოტიპიც ჩემი გაკეთებულია) და ვხედავ ყოველ წელს და ყოველ სეზონში როგორ ვითარდებიან, რასაც ძალიან ვაფასებ და მომწონს. პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული, რასაც ამ კლუბში ვხედავ, ჩემთვისაც ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისებაა.

– რას იტყვი ეროვნული ნაკრების შესახებ? როგორ ფიქრობ, რა დაგვაკლდა 12 ნოემბერს?

– ეროვნული ნაკრების შესახებ რა უნდა ვთქვა?!… რა ქვეყანაც გვაქვს, ის გუნდი გვყავს… დაგვაკლდა ის, რაც გვაკლია ზოგადად საზოგადოებასაც – პროფესიონალიზმი, თავდადება, ე.წ. „ჟილკა“. მოკლედ, არ იყო ეს გუნდი ევროპაზე თამაშის ღირსი და იქამდეც რომ მივედით, სადაც ვიყავით, გარემოებების დამთხვევის გამო მოხდა… თუმცა ესეც ვერ გამოვიყენეთ… ასეა თუ ისე, რაც მოხდა, მოხდა…

– უცხოურ კლუბებში შენი სიმპათიები დორტმუნდის ბორუსიასკენ იხრება. როგორ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?

– ოოო, ეს უკვე საინტერესოა. ჩემი “გაყვითლება” მოხდა 1997 წელს, “იუვენტუსთან” ისტორიული ფინალის დღეს. დახვეწილი და გემრიელი გუნდი იყო. გარდა გერმანული ცივსისხლიანობისა, ჰქონდათ ტექნიკაც, კომბინაციური თამაშიც, ენერგიაც. მაგარი გუნდი იყო… მას მერე ბევრი რამ გადაგვხდა თავს, მაგრამ იმედი მაქვს, დღევანდელი შემადგენლობით და ვატცკეს პირობით (ბაიერნში აღარავის გავყიდიო) ევროპის მწვერვალებს წელსვე თუ არა, მომავალ სეზონში მაინც დავუბრუნდებით…

 

 – რას იტყოდი ლუსიენ ფავრის მუშაობაზე?

– ფავრის მიმართ საკმაოდ ორაზროვნად ვარ განწყობილი, წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით ცალსახა და გამოკვეთილი ტიპი არაა, თითქოს არ ჩანს, თითქოს არ ამჩნევია გუნდს მწვრთნელის ხელი და რაღაც მომენტებში გამოიყვანს გუნდს და ისეთ თამაშს დადებს, რომ ხვდები ეს თამაში მწვრთნელმა მოიგო სწორი ტაქტიკით… თუმცა ბევრი „გარღვევაც“ აქვს… მგონია რომ დღევანდელ დორტმუნდს ფავრი არ სჭირდება, ახლა ამ გუნდს ვინმე უფრო ავტორიტეტი მწვრთნელი უნდა, ვის გამოც სანჩო, ჰოლანდი, რეინა და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები გუნდში დარჩებიან… მაგალითად შეიძლება არ გინდოდეს სიტიში ყოფნა, მაგრამ გუარდიოლასთან მუშაობა გინდოდეს და იყო ამ გუნდში, დაახლოებით მასეთი ვინმე სჭირდებათ ახლა შავ-ყვითლებს.

– შენებურად აგვიხსენი ერლინგ–ბროტ ჰოლანდის ფენომენი…

– ვიკინგია ჩვეულებრივი. მაგარი ბავშვია და ვფიქრობ, სწორ გუნდში მოხვდა. ის რომ რეალში, ბარსაში ან პარიზში წასულიყო, აუცილებლად ჩაიკარგებოდა და “გაფუჭდებოდა”. რა თქმა უნდა, ფინანსები ბევრს წყვეტს, მაგრამ იდეალური იქნება, თუ 4-5 სეზონი ითამაშებს “დორტმუნდში”, ჩამოყალიბდება, „დაღვინდება“, ბოლომდე ექსტრაკლასის ფეხბურთელი გახდება და მერე წავა…

– აღწერე იურგენ კლოპის ფორმაციის “ბორუსია” ერთი სიტყვით…

– სუპერგუნდი! ერთი ნაბიჯი დააკლდათ ტრიუმფამდე. ალბათ, გამოცდილება…

– როგორ ფიქრობ, გერმანიის ნაკრებში იოახიმ ლიოვმა თავისი თავი ამოწურა?

– ლიოვმა გერმანიის ნაკრებში თავისი თავი 2014 წელს ამოწურა. რაც მოსაგები იყო, მოიგო და უნდა წასულიყო…

იოგის იგივე სჭირს, რაც ფავრს – ავტორიტეტი არ არის (მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახადა) და წარმოიდგინეთ, არაავტორიტეტი ტიპი, რომელიც მოძღვრავს მსოფლიოს ჩემპიონ მიულერს, ჰუმელსს და ბოატენგს… შესაბამისი შედეგიც დაიდო და მოუწია მათი ნაკრებიდან გაშვება. არადა, ახლანდელ გერმანიის ნაკრებს სწორედ ასეთი ტიპები სჭირდება, ვინც მაგალითები იქნებიან ახალგაზრდებისთვის. ნოიერი და კროოსი ძალიან „რბილები” არიან სამაგისოდ…

ასე რომ, იმედი მაქვს, 4 დეკემბერს დასრულდება იოგის ეპოქა ნაკრებში და სიამოვნებით ვიხილავდი ამ პოსტზე იურგენ კლოპს (ლიგა უკვე მოგებული აქვს და შეიძლება) ან ოლივერ ბირჰოფს (თუ იმავე ლოგიკას მივყვებით, რა ლოგიკითაც ლიოვი დანიშნეს თავის დროზე)…

– არის მანუელ ნოიერი ყველა დროის საუკეთესო მეკარე?

– ნოიერი?…. და ბუფონი?… კანი?… იკერი?….. არ ვიცი… შეიძლება არის, შეიძლება იკერი უკეთესი იყოს.

მე და შენ მაგის შესაფასებლად არ გამოვდგებით, გერმანიის ქომაგები ვართ. ნეიტრალურმა შეაფასოს…

– როგორ ფიქრობ, ვინ არის დორტმუნდის ისტორიაში 3 გამორჩეული მოთამაშე?

– ვინც მე მახსოვს და მოვსწრებივარ…. მარკო როისი, მატსი (ვაპატიე ღალატი) და ლარს რიკენი…

რიკენი იმ ერთგულებისთვის გამოვარჩიე, რაც მას ჰქონდა გუნდის მიმართ. “იუვესთან” გოლის მერე უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, გუნდის ერთგული დარჩა და მთელი კარიერა დორტმუნდში გაატარა. ახლაც იქაა, ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებს….

ისე, ზოგადად ეგ “ბორუსიას” ფენომენია – უამრავი ასეთი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც დაიწყეს და დაასრულეს, ან მოვიდნენ და მერე არსად არ წავიდნენ (თუნდაც უახლოეს წარსულში კელი, ვაიდენფელერი; მომავალ წელს დაასრულებენ კარიერას შმელცერი და პიშჩეკი; კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება). ამიტომაც არის “დორტმუნდი” გამორჩეული. ამართლებენ სლოგანს – „ნამდვილი სიყვარული“.

– რომელ ქართველ მოთამაშეს ისურვებდი ბორუსიაში – ხვიჩა კვარაცხელიას თუ გიორგი ჩაკვეტაძეს?

–ორივეს 😊   არა დორტმუნდისთვის, არამედ ამ ბიჭებისთვის…

ეს ის გუნდია, რომელში მოხვედრაც ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელისთვის მართლაც სამოთხეა…

ორივესთვის ფანტასტიკური სკოლა იქნებოდა “დორტმუნდში” თუნდაც ორი სეზონი…

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები იმ ფეხბურთელებით, ვისაც უშუალოდ მოსწრებიხარ + მწვრთნელი…

– ორს გავაკეთებ, მხოლოდ გერმანელები და მეორე არაგერმანელები… დიდი სიამოვნებით ვათამაშებდი ერთმანეთთან:

გერმანია: მეკარე – ნოიერი, დაცვა –  ლამი, ჰუმელსი, მათეუსი, ჰაინრიხი; ნახევარდაცვა – ზამერი, კროოსი, როისი, ბალაკი, შვაინშტაიგერი (მარჯვენა ნახევარმცველად); თავდასხმა – იურგენ კლინსმანი.

შეცვლაზე –  კანი, როიტერი, მეტცელდერი, გიოტცე, ანდი მიოლერი, ტომას მიულერი, კლოზე.

მწვრთნელი – იურგენ კლოპი

დანარჩენი მსოფლიო:  მეკარე – იკერი; დაცვა – დუგლას მაიკონი, კანავარო, ნესტა, რობერტო კარლოსი; ნახევარდაცვა – ხავი, ინიესტა, ზიდანი; შეტევა – რონალდუ, მესი, რონალდო (კიჭა).

შეცვლაზე – ბუფონი, მალდინი, ტიაგო სილვა, ჯერარდი, ბექჰემი, რონალდინიო, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი –  ვინსენტე დელ ბოსკე

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები