ილიას ზუროსი: დავიწყეთ გუნდის შენება, რომლის პიკი 2022 წელი უნდა იყოს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ხვალ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას ვეთამაშებით. მართალია, ჩვენი გუნდი როგორც თანამასპინძლები უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ ამ მატჩებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამას მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსიც ადასტურებს, რომელიც ჟურნალისტებს ონლაინ-პრესკონფერენციით ესაუბრა.

ილიას ზუროსი:

_ ცხოვრება და კალათბურთის თამაში რთულ მდგომარეობაში გვიწევს. მთელ მსოფლიოშია მოდებული კორონავირუსი, რომელმაც უამრავი ადამიანი დააინფიცირა. ამიტომ, პირველ რიგში საწიროა ჯანმრთელობა. ამ უცნაური სიტუაციის გამო ფინეთთან და შვეიცარიასთან სათამაშოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. ზოგი ტრავმირებულია, ზოგსაც განსხვავებული რეგულაციების გამო არ შეუძლია ჩამოსვლა. ზოგიც ქვეყნის დატოვების უფლებას არ იძლევა. ვერ დაგვეხმარება გუნდის ტვინი გიორგი ცინცაძე, რომელსაც 18 წლის მანძილზე არცერთი ციკლი არ გამოუტოვებია. ვერ დაგვეხმარება დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მიშა ბერიშვილი, გოგა ბითაძე…

თად მაკფადენს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ საქართველოს ერთგულია. ასეთ რთულ დროს ესპანეთიდან ფინეთში რომ ჩამოვიდა, ამ ფაქტზე მიგვითითებს. დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩში ბოლომდე დაიხარჯება. იყო შანსი, რომ გამოკვლებოდა. ფინეთში მისმა პირველმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. საბერდნიეროდ, განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. მაკფადენმა ისევ განაახლა გუნდთან ვარჯიში. ასევე ხაზი მინდა გავუსვა შენგელიას მონდომებას, რომელიც ევროლიგის მატჩის დასრულების შემდეგ ნაკრებში გამოემგზავრა. ფინეთში ჩამოსულს ბევრი პროცედურა ექნება გასავლელი და იმედს ვიტოვებ, რომ თამაშამდე ერთ ვარჯიშს მაინც მოასწრებს. ასევე მინდა ავღნიშნო გიორგი შერმადინი, რომელიც მუდმივად ჩვენთანაა და ბოლომდე იხარჯება…

ფინელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავს, მათ განვლილ ზაფხულშიც საკონტროლო მატჩები გამართეს. ისინი ეცდებიან მაღალ ტემპში ითამაშონ და პერიმეტრიდან შემოგვიტიონ. ამის წინააღმდეგ კი ყველაფე ეფექტური ორგანიზებული დაცვაა. ამას კი ვარჯიში ჭირდება. დაახლოებით 10 დღეა საჭირო, რომ ახალბედებით დაკომპლექტებული გუნდი შეთამაშდეს, ჩვენ კი ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან არაერთი დებიუტანტი გვეყოლება, რომელთაც მცირე დრო აქვთ შესათამაშებლად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს. უნდა ვიბრძოლოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ფინეთთან აქამდე ჩატარებული მატჩები ჩვენთვის წარსული და ისტორიაა. კარგია რომ ევრობასკეტზე გასულები ვართ, ეს უფლებას გვაძლევს ექსპერიმენტები ჩავატაროთ და დავრწმუნდეთ ახალგაზრდა კალათბურთელების შესაძლებლობებში. დიდი ხანია დავიწყეთ გუნდის შენება, რომლის პიკი 2022 წელი უნდა იყოს, რათა ყველამ ერთად ვიზეიმოთ თბილისის ჯგუფიდან ფლეი ოფში გასვლა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები