გაიცანი გულშემატკივარი: ბაკურ ხუბულავა

ჩვენი რუბრიკის “გაიცანი გულშემატკივრი” მორიგი სტუმარი ბაკურ ხუბულავაა.

– გამარჯობა, ბაკურ. გაგვეცანი…
– მოგესალმებით. ბაკურ ხუბულავა, 24 წლის. სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი. მიუნხენის “ბაიერნისა” და ზუგდიდის “დინამოს” გულშემატკივარი.

– საიდან და როგორ შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა. როგორც პატარა ბიჭების უმეტესობა, მეც ადრეული ასაკიდან დავსდევდი ტყავის ბურთს. რაც შეეხება ყურებას, უკრაინაში ყოფნის პერიოდში, დეიდაშვილმა და ბიძაჩემმა მაზიარეს ამ ბედნიერებას. ბავშვობის გარკვეული პერიოდი დონეცკში ვცხოვრობდი. ჯერ კიდევ მაშინ იწყებოდა “მეშახტებიის” დიდი პროექტი, გამხდარიყვნენ ევროპაში სახელოვანი გუნდი. ბიძაჩემი “შახტარის” თავგადაკლული ქომაგი გახლდათ და მეც პირველად უკრაინულის გუნდის ცქერით ვეზიარე ფეხბურთს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, პირველი საფეხბურთო სიმპატიები ჩემთვის არა ცნობილ ვარსკვლავებთან, არამედ – გენადი ზუბოვთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, “შახტარი” ვერ გახდა ჩემი მთავარი სიყვარული. 2002 წლიდან გერმანიის ნაკრებს, ხოლო 2005 წლიდან მიუნხენის “ბაიერნის” ერთგული ვარ. საქართველოში 2000-იანების დასაწყისი და მთლიანად ათწლეული რთული პერიოდი იყო: იქ გენერატორზე შეკრებები და უშუქობა. ხშირად ჩემი მთავარი საინფორმაციო წყარო გახლდათ ჟურნალი „სპორტსიახლენი“ და მერე უკვე „ ლელო“, რომლებმაც მაზიარეს ევროპულ ფეხბურთს.

– რატომ “ბაიერნი”?
– ზოგადად, ცხოვრებაშიც ისეთი სტილის ადამიანები არიან ჩემთვის მეტად პატივსაცემი, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან და პრობლემებს არ უშინდებიან, მინიმალური რესურსითა და შრომისმოყვარეობით მაქსიმუმს წურავენ. მიუნხენის “ბაიერნიც” ასეთი გუნდია, ორმაგად დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის მათი საქმისადმი მიდგომა; თუ როგორ შეუძლია გუნდს, მტკივნეული მარცხის შემდეგ წამოდგეს და მომდევნო სეზონებში ყველას გადაუაროს.

– ქართულ ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– რა თქმა უნდა, მშობლიური ქალაქის გუნდისკენ, რომელსაც ამჯერად “დინამო ზუგდიდი” ეწოდება და სიმართლე გითხრათ, ამ სახელის მიმართ პროტესტის გრძნობა გამაჩნია და ვთვლი, რომ მას ძველი სახელი უნდა დაუბრუნდეს. “ზუგდიდთან” ერთად, ერთი პერიოდი უდიდეს სიმპატიას იწვევდა თბილისი “ამერი”.

– რას იტყვი 12 ნოემბერზე?
– 12 ნოემბერი იყო დღე, რომელსაც მთელი ქვეყანა ელოდა. ეს არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროსთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის იყო შანსი, უკეთეს სახელმწიფოში გაგვეღვიძა. სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით – როგორც ფეხბურთელები, ასევე მაღალჩინოსები და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა. იმედს ვიტოვებ, რომ ისევ 30 წელი არ მოგვიწევს ლოდის მსგავსი შანსის მისაღებად…

– როგორ შეაფასებ ჰანს–დიტერ ფლიკს? ელოდი მის ასეთ დიდებულ სვლას?
– ო, ჰანსი არის უდიდესი, ტრადიციული გერმანელი მწვრთნელი. დისპიცლინა, მენტალიტეტი, პატივისცემა და ფეხბურთელებთან მუშაობის საოცარი უნარი. ყველაფერთან ერთად, “ბაიერნი” საკუთარ სტილს დაუბრუნა. სწრაფი, მომგუდავი ფეხბურთის გარეშე ‘ბაიერნი” წარმოუდგებელია. შესაძლოა, იგი ფართო საზოგადოებისთვის წინა წელს გახდა ცნობილი, მაგრამ მას უდიდესი როლი აქვს 2014 წელს გერმანიის მსოფლიო ჩემპიონობაში და ზოგადად, ამ ერს ეს კომპლექსური და იერარქიული მიდგომა უმაღლეს დონეზე ჰყავს აყვანილი.

– ოქროს ბურთს ვის მიაკუთვნებდი – ნოიერს თუ ლევანდოვსკის?
– მიუხედავად იმისა, რომ “ლევის” სასწაული სეზონი ჰქონდა და ცალსახად უკონკურენტო იყო თავის საქმეში, ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ეს იყო ლიგის, სუპერთასის თუ გერმანიის თასის ფინალში, როცა გუნდს გაუჭირდა, მანუელ ნოიერმა იხსნა “ბაიერნი”. პოლონელი უდიდესი ძალაა, მაგრამ სადღაც რობი რომ დაიმტვრეს, “ბაიერნი” გადაიტანს და მანუს გამოკლებას – ვეღარ.

– არის მანუელ ნოიერი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
– ცალსახად მანუერი არის ისტორიაში საუკეთესო მეკარე, თავისი მრავალფეროვანი უნარებით, ახალი სამეკარო სტილით. ყველა მნიშვნელოვან თამაშში, ნოიერმა გუნდი გადაარჩინა – ლიგაზეც, ჩემპიონატებშიც, მსოფლიოზეც.

– როგორ ფიქრობ, Golden Boy ერლინგ ჰოლანდს უნდა მიეღო თუ ალფონსო დეივისს?
– ნორვეგიელი აშკარად იმსახურებდა ამ ჯილდოს. მას უდიდესი მომავალი აქვს. “ბორუსიას” მწვრთნელად მეტად ტაქტიკოს მწვრთნელს ვისურვებდი, რათა ჰოლანდი უფრო სიღრმისეული და მრავალფეროვანი გახადოს. მგონია, რომ ფავრთან ვერ განვითარდება. “ფონზის” სასწაული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ეს “ბაიერნის” სამწვრთნელო გუნდის დამსახურებაცა. ამიტომ, ჩემი ხმა ერლინგს.

– რომელია შენი საყვარელი ფორმაციის “ბაიერნი”?
– მიუხედავად ფლიკისადმი უდიდესი პატივისცემისა, ამ ეტაპზე მაინც 2013–ის “ბაიერნი”.

– ვინ არის შენთვის მიუნხენური გრანდის ისტორიაში ტოპ 5 მოთამაშე? იგულისხმება ის პერიოდი, რასაც უშუალოდ მოესწარი…
– შვაინშტაიგერი, მიულერი, ნოიერი, კანი, ბალაკი ( ობიექტურად, ბალაკი როგორც გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ბევრად დიდია და მიუნხენში მისი როლი, ვერ აღემატება ფილიპ ლამს, ან თუნდაც ეფენბერგს, მაგრამ გერმანული ფეხბურთი და “ბაიერნი” – ბალამ შემაყვარა. ამიტომაც, უნდა ჩამესვა).

– უმეტესობის აზრით, იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრებში თავისი თავი ამოწურა. იზიარებ ამ მოსაზრებას?
– მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ამ საქმეში მეტად ფრთხილი და კონსერვატორები არიან, 112 წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მწვრთნელი ჰყავდათ, მეც ვფიქრობ, მოვიდა დრო, იოახიმმა დაგვტოვოს.

– შეუძლია ფლიკის “ბაიერნს” “რეალის” ერთი რეკორდის გამეორება და ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება?
– ამ  ეტაპზე, წლევანდელი ლიგის აშკარა ფავორიტი არის “ბაიერნი” და დიდი შანსი აქვს, მაგრამ ძალიან მძიმე სეზონი იქნება. კვირაში 2-3 თამაში, რაც ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ამიტომ, გაზაფხულზე მათი მდგომარეობა იქნება გადამწყვეტი. თამაშის ხარისხით და ლიდერებით + მთლიანად გუნდის ასაკის გათვალისწინებით, პოტენციალი აშკარად აქვს.

– შენი ოცნების გუნდი იმ ფეხბურთელებით, ვისაც უშუალოდ მოესწარი + მწვრთნელი…
– კანი; ფილიპ ლამი, პაოლო მალდინი, მატს ჰუმელსი, ხავიერ ძანეტი; ზინედინ ზიდანი, მიხაელ ბალაკი, არიენ რობენი, ფრენკ რიბერი, თომას მიულერი; მიროსლავ კლოზე. მწვრთნელი: იუპ ჰაინკესი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მანუზე დიდი მეკარე არავინაა. რაკი სუბიექტური ნაკრებია, ამიტომაც ჩავსვი ოლივერ კანი და იგივე მიხაელ ბალაკი. ჩემი ბავშვობის სიყვარულების გარეშე სიმბოლური გუნდი წარმოუდგენელია.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები