ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში, 91-85 დაამარცხა.
მიუხედავად დიდი დანაკლისისა, გიორგი შერმადინის ლიდერობით ქართველებმა ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება შეძლეს. ქართველი ცენტრი 27 ქულით, 10 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა და პარკეტზე ცალსახად საუკეთესო იყო.
გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 გადაცემა იყო, თუმცა შენგელია თამაშიდან არც თუ ისე სახარბიელო %-ით უტევდა.
შემდეგ მატჩს ნაკრები შვეიცარიის წინააღმდეგ, 30 ნოემბერს გამართავს.