წამიც და საუკუნის გოლი არ იარსებებდა

მის სახელს არაერთი ფანტასტიური ეპიზოდი უკავშირდება, რომელსაც მწვანე მინდორზე აკეთებდა და გულშემატკივარი აღტაცებაში მოჰყავდა.

მისი ბურთთან ურთიერთობა ცალკე კლასიკა იყო, ხოლო ის ჯადოქრობა, რომელსაც ქმნიდა დავიწყებას არასოდეს მიეცემა, ისევე როგორც თავად დიადი დიეგო.

მარადონას საფეხბურთო შედევრებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ განსაკუთრებული ალბათ მაინც 1986 წლის მონდიალი იყო. არგენტინელთა ათიანი, მექსიკის სტადიონებზე სასწაულებს ჩადიოდა და ენა არავის არასდროს მოუბრუნდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაუმსახურებლად მოიპოვაო.

დიდმა დიეგო, გერმანიის ნაკრებთან ფინალურ დაპირისპირებაში გოლი ვერ გაიტანა (3:2), მაგრამ გუნდის სული და გული იყო და მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში თანაბარი იყო, თანაგუნდელს ისეთი გადაცემა გაუკეთა მეტოქის დაცვა ერთიანად რომ მოჭრა და თავისიანი გერმანელთა მეკარეს პირისპირ შეატოვა.

მანამდე კი იყო არგენტინა ინგლისის ჯახი, მარადონას ორი გოლი და ორივე შემთხვევაში გაოგნებული შილტონი. იმ მატჩში იყო „ღმერთის ხელიც“ და საუკუნის გოლიც, მთავარ როლში კი რა თქმა უნდა დიეგო არმანდო მარადონა გახლდათ.

სანამ კაცობრიობა და მასთან ერთად ფეხბურთიც იარსებებს, 1986 წლის მონდიალზე, მარადონას მიერ ინგლისის ნაკრებთან დადგმული სპექტაკლი გულშემატკივართა გონებაში არასოდეს დაილექება და მუდამ ზედაპირზე იტივტივებს, თუმცა იყო საშიშროება და საკმაოდ დიდიც, რომ საფეხბურთო სამყაროს დიეგოს ეს საუკუნის გოლი ვერ ეხილა და მას შესაბამისად არც ეარსება. ყველაფერი კი იმ მატჩის არბიტრის, ალი ბინ ნასერის გამჭრიახობამ და წამის მეასედებში მიღებულმა მართებულმა გადაწყვეტილებამ განაპირობა.

„მარადონა მოედნის ცენტრიდან დიდი სისწრაფით დაიძრა. ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც ბოლომდე ვერ ვხსნი ეს როგორ მოახერხა. ეპიზოდის საწყის ეტაპზე, რომელიც შემდეგ დიდებული გოლით დაგვირგვინდა, ინგლისელები სამჯერ ეცადნენ მის წაქცევას, თუმცა დიეგო წინ მაინც მიიწევდა.

გაოცებული ვუყურებდი დიეგოს თუ როგორ დაუსხლტა სამ მეტოქეს და 50 მეტრი ბურთიანად ირბინა. გავიფიქრე – აი, ახლა მას მცველები უსათუოდ წააქცევენ. ეცადნენ კიდეც ამის გაკეთებას.  მარადონა საჯარიმოში წაბორძიკდა.  პირში სასტვენი ჩავიდე.  ის-ის იყო უნდა ჩამესტვინა და ხელი პენალტის ნიშნულისკენ გამეშვირა, მაგრამ ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს დიდებული დრიბლინგი არ უნდა გამეფუჭებინა.

მოედნის ცენტრში, მასთან სამი უხეში კონტაქტიდან თუნდაც რომელიმეზე რომ ჩამესტვინა ან შემდეგ, საჯარიმო მოედანში პენალტი დამენიშნა, ამ შედევრს ვერ ვიხილავდით. ის, რომ თამაში არ შევაჩერე, ჩემი ცხოვრების  ერთ-ერთ  მიღწევად მიმაჩნია. როგორც ადამიანი და როგორც არბიტრი, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ისტორიული ეპიზოდის თანამონაწილე გავხდი“ – ამბობს ტუნისელი არბიტრი.

მარადონას დაუვიწყარი დრიბლინგის არ ჩაშლა, რომელიც მან  საუკუნის გოლად აქცია ტუნისელ არბიტრს აქტივში აუცილებლად უნდა ჩავუთვალოთ და ამისთვის მადლობა ვუთხრათ, მაგრამ იმავე მატჩში ბინ ნასერმა უხეში შეცდომაც დაუშვა, როდესაც მარადონამ  აყლაყუდა შილტონთან ერთად, არბიტრიც გააბითურა და წესების დარღვევით გატანილი გოლი ჩაუთვალა, რომელსაც თავად დიადმა დიეგომ „ღმერთის ხელი“ უწოდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

რჩეული

გავიხსენოთ დიდი კაცი

"ასრულებული ოცნება ოცნება აღარაა" – თქვა ერთმა დიდმა კაცმა, რომელიც 1939 წლის 6 იანვარს კიევში დაიბადა და დღეს 82 წლის გახდებოდა. მან სპორტში უდიდესი...

იუბილარი ფრაზებში

ლეგენდარული და მრავლისმნახველი სერ ალექს ფერგიუსონი არც მეტი, არც ნაკლები 79 წლის გახდა! უპირველეს ყოვლისა, მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ. გავიხსენოთ მისი საინტერესო გამონათქვამები: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში,...

კინგსლი კომანის დაბრუნების სავარაუდო თარიღი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, კინგსლი კომანმა მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა საბედნიეროდ ფრანგი ფეხბურთელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როგორც ირკვევა, მედიკოსები კინგსლის დაბრუნებას 8 იანვარს, „გლადბახის“ წინააღმდეგ ვარაუდობენ....

MD: რას აპირებს „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე?

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კატალონიის „ბარსელონა“ იანვრის სატრანსფერო ფანარაზე ტრანსფერების გაკეთებას არ გეგმავს. გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად ფილიპე კოუტინიოს ტრავმისა, ბლაუგრანასგან მნიშვნელოვან სვლებს არ უნდა ველოდოთ. როგორც...

ბოლო სიახლეები

ფაბრიციო რომანო: „ჩელსიმ“ ლამპარდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

გავლენიანმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ფრენკ ლამპარდის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ირკვევა, ლონდონური გრანდი კლუბის ლეგენდის გათავისუფლებას არ აპირებს და იმედი...

გამოწერა

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები