საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „შემოდგომის ერთა თასზე“ მესამე მატჩიც წააგო. ისევ ბევრი შეცდომების ხარჯზე, მაგრამ წინა თამაშებზე უკეთესი შედეგი აჩვენა. ირლანდიასთან, „ავივა სთედიუმზე“ ჩვეულებრივი ანგარიშით, 10:23 წავაგეთ.
„ბორჯღალოსნები“ დაცვაში კარგად მოქმედებდა და ძალიან ცოტა ბოჭვებს აფუჭებდნენ, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ირლანდიელებმა მოახერხეს ჩვენი დაცვის გაწელა და სიჯეი სთანდერმა და ქონორ მარიმ ლელოებიც დაგვიდეს.
თუმცა, პატარა შედევრი ჩვენც დავდგით – სოსო მათიაშვილის შებრუნებული პასის შემდეგ, გიორგი კვესელაძემ ირლანდიელ მცველებში შორის ცრუმოძრაობებით ირბინა და ჩათვლის მოედანში შევიდა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა.
ირლანდიელებმა 2 ლელოს ამდენივე გარდასახვა და ჯარიმაც მიაყოლეს და ტაიმი 20:7 მოიგეს.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო. მძლავრი ბოჭვები, რაქში კარგი თამაში, მაგრამ დიდი ბრძოლით მიწაზე მოპოვებულ ბურთს ჰაერში ვკარგავდით. ჩვენების დერეფანში თამაში ვერანაირ კრიტიკას უძლებდა და რამდენჯერმე საკუთარი წავაგეთ.
ასევე იმსხვრევა მითი „ბორჯღალოსნების“ შერკინების უძლეველობის შესახებ – დღეს, ამ კომპონენტში რამდენჯერმე დავჯარიმდით.
შესვენების შემდეგ სალელოვე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ თითო ჯარიმა გაცვალეს. საბოლოოდ, 23:10.
მიუხედავად მარცხისა, ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ტურნირზე საუკეთესო მატჩად ჩაითვლება.