წლების წინ, როცა ორივე ფორმის პიკში იყო, შეიძლება, საუკუნის ერთ–ერთი გამორჩეული ორთაბრძოლა გვეხილა, ახლა კი უბრალოდ, სახელების თამაში იყო – მაიკ ტაისონი და როი ჯონსი ამხანაგურად “შეასკდნენ”.
ცნობილმა რეპერმა სნუპ დოგმა ამ ბრძოლას ასე უწოდა: “ორი ჩემი ბიძა მწვადისთვის ჩხუბობს”.
მატჩი სიმბოლურად ფრედ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ მაიკ ტაისონმა განაცხადა: “ეს მეტია, ვიდრე ჩემპიონობა. ჩვენ ქველმოქმედნი ვართ და ხალხს ვეხმარებით. ამ საქმეს კიდევ გავაგრძელებ”.
როი ჯონსი: “ფრეზე აბსოლუტურად თანახმა ვარ. წარმოიდგინეთ, როცა მაიკი შეტევაზე მოდის და გირტყამს, ყველაფერი გტკივა. არანაირი პრეტენზია”!
კრივის კიდევ ერთმა ლეგენდამ ჯორჯ ფორმენმა, ასეთი ამხანაგური მატჩი ჯერ არ მინახავსო.