საშინელი შემთხვევის შემდეგ, “ჰაასის” პილოტმა რომან გროსჟანმა პირველი კომენტარი გააკეთა.
გროსჟანი ბაჰრეინის გრან–პრიზე 137კმ/სთ სიჩქარით მიმავალი ავტომობილით ჯებირს შეეჯახა, ორად გახლეჩილ ბოლიდს კი ცეცხლი წაეკიდა. საბედნიეროდ, ფრანგი სპორტსმენი ექიმ იან რობერტსის დახმარებით 30 წამის შემდეგ გამოჩნდა.
“ორი აზრი არაა, რომ ჩემი სიცოცხლე სისტემის Halo დამსახურებაა. წლების წინ, ამ მექანიზმის წინააღმდეგი გახლდით, ახლა კი ვაღიარებ, რომ ეს ჩემი შეცდომა იყო. მადლობა მთლიანად სამედიცინო პერსონალს და ასევე გულშემატკივრებს შეტყობინებისთვის. თავს შედარებით უკეთ ვგრძნობ”.
2018 წლიდან მოყოლებული, ფორმულა 1, 2, 3–ის და ასევე E ლიგის შეჯიბრებზე, თითოეული მძღოლის თავზეა მოთავსებული დაცვითი სისტემა Halo.
ბოლიდის ორად გახლეჩვის ბოლო შემთხვევა აქამდე 1991 წელს მონაკოში გახლდათ დაფიქსირებული.