ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მოპოვება შეძლო- 91:84.
ქართველთა მხრიდან სოლიდური სტატისტიკით რამდენიმე მოთამაშე გამოირჩა- თედ მაქფადენმა, თორნიკე შენგელიამ, გივი ბაქრაძემ და გიორგი შერმადინმა გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნებს ევრობასკეტზე ასპარეზობა განაღდებული აქვთ, ისინი ჯგუფს მაინც ერთპიროვნულად ლიდერობენ- 4 გამარჯვება და 0 მარცხი.