საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა კონორ მაკგრეგორი არც მეტი, არც ნაკლები Youtube–ს ვარსკვლავმა ჯეიკ პოლმა რინგზე გამოიწვია.
პოლმა ტაისონი–ჯონსის ღონისძიებაზე ყოფილი კალათბურთელი, 36 წლის ნეით რობინსონი დაამარცხა.
23 წლის ამერიკელის განცხადებით, მისი და ირლანდიელის ორთაბრძოლა დიდ გამოხმაურებას გამოიწვევს.
კონორ მაკგრეგორს UFC–ში თავისი მორიგი მატჩი 24 იანვარს დასტინ პორიეს წინააღმდეგ ელის.