მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა საკუთარ აგენტს ჟორჟე მენდეშს დახმარება სთხოვა, დაატოვებინოს კლუბი კონტრაქტის ამოწურვამდე – ამის შესახებ ესპანური პრესა იუწყება.
ლაუტაროსადმი ინტერესს მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” იჩენენ, არგენტინელის შეძენისთვის მთავარ პრეტენდენტად კი კატალონიის “ბარსელონა” ითვლება. იტალიურ პრესაშიც არაერთხელ გაჟღერებულა ლაუტაროს სურვილის შესახებ, ითამაშოს კატალონიურ გრანდში.
მარტინესის ამჟამინდელი კონტრაქტი “ნერაძურისთან” 2023 წლამდეა გაფორმებული, კლუბს კი სამხრეთამერიკელი შემტევის შენარჩუნების დიდი სურვილი აქვს.
გეტყვით იმასაც, რომ ჟორჟე მენდეში პარალელურად კრიშტიანუ რონალდუს აგენტია.