სტეფანო პიოლის ფორმაციის “მილანი” საკუთარი გულშემატკივრების გახარებას განაგრძობს. ამჯერად, “როსონერიმ” სერია A–ს მე–9 ტურში “სან სიროზე” ფლორენციის “ფიორენტინა” 2:0 დაამარცხა.
“მილანმა” უკვე იტალიის ჩემპიონატის მიყოლებით 29–ე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა, რითაც 1972/73 წლების სეზონში დაფიქსირებული მაჩვენებელი გაიმეორა.
“მილანი” სატურნირო ცხრილს 23 ქულით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტებს – “ინტერსა” და “სასუოლოს” 5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში პიოლის გუნდი 6 დეკემბერს “ლუიჯი ფერარისზე” “სამპდორიას” დაუპირისპირდება.