საფრანგეთის ლიგა 1–ის მე–12 ტურში ნეიმარმა “ბორდოს” (2:2) პენალტი გაუტანა, რაც ბრაზილიელისთვის სარეკორდო გამოდგა – ამ ბურთით ნეიმარი პარიზული კლუბის ისტორიაში შიდა ჩემპიონატში 50 გოლის ყველაზე სწრაფად გამტანი მოთამაშე გახდა. ამისათვის სამხრეთამერიკელს 58 შეხვედრა დასჭირდა.
წინა რეკორდი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ეკუთვნოდა. ლეგენდარულმა შვედმა საიუბილეო ნიშნულს 59 მატჩის შემდეგ მიაღწია.