კალჩიომერკატოს ინფორმაციით, საფრანგეთისა და იტალიის ჩემპიონებმა შესაძლოა, არგენტინული გაცვლა უახლოეს სატრანსფერო ფანჯარაზე შემოგვთავაზონ.
ტურინის “იუვენტუსის” ინტერესთა სფეროში “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი მაურო იკარდი მოექცა, რომელსაც ჯერ კიდევ მილანის “ინტერიდან” აკვირდებიან, ხოლო პარიზელებს პაულო დიბალა აინტერესებთ. მოლაპარაკებების დაწყებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ვარაუდობენ.
დიბალა “იუვენტუსში” 2015 წელს “პალერმოდან” გადავიდა, ხოლო იკარდი პსჟ–ს სრულფასოვან ფეხბურთელად ამა წლის ივლისიდან მოყოლებული იქცა.