მილანის „ინტერის“ ლეგენდამ, ხავიერ ძანეტიმ, TUDN-სთან საუბარში კარიერის პიკში მყოფ ლეო მესისა და ასევე პიკში მყოფ დიეგო მარადონას შორის არჩევანი გააკეთა.
„ლეოსთან ერთად დიდი დრო გავატარე და მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არჩევანს სწორედ მესიზე გავაკეთებდი- მას ნებისმიერ დროს რაიმე განსხვავებულის და განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლია, რაც თამაშში გარდატეხას შეიტანს.
რისი გაკეთებაც ლეოს შეუძლია, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.“-განაცხადა მან.