“ნაპოლი”, “ლაციო”, “ბენევენტო”, “ჯენოა” და “სამპდორია” ის კლუბები არიან, რომელთაც ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვთ – ამ ინფორმაციას “გაძეტა დელო სპორტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველა ეს კლუბი დაისჯება, თუ საკუთარ მოთამაშეებს პირველ დეკემბრამდე ანაზღაურებას არ მისცემს. როგორც ირკვევა, ხსენებული გუნდის ფეხბურთელებს საკუთარი ხელფასი აგვისტოს შემდეგ აღარ აუღიათ.
“გაძეტასვე” ინფორმაციით, “ინტერმა”, “რომამ”, “პარმამ”, “ბოლონიამ” და “კროტონემ” საკუთარ მოთამაშეებს ხელფასები სექტემბერში გადაუხადეს.
თუ 1 დეკემბრამდე ხსენებული კლუბები ფეხბურთელებს ხელფასს არ გადაუხდიან, შეიძლება, მათ ქულები დააკლონ.